Documentation for a newer release is available. View Latest

მიმდინარეობს თქვენი მიმდინარე სისტემის ვერსიის აწევა

Fedora-ის დოკუმენტაციის გუნდი Version F39 Last review: 2023-11-27

ეს თავი შეიცავს, როგორ ასწიოთ თქვენი არსებული Fedora-ის ვერსია მიმდინარემდე. არსებობს ამის გაკეთების ორი გზა:

ვერსიის ავტომატური აწევა ბრძანებით dnf system upgrade

სისტემის ვერსიის სასურველი გზა ავტომატურია, ბრძანებით dnf system upgrade. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინოთ ვერსიის ავტომატური აწევა, იხილეთ ბმული: Fedora-ის ვერსიის აწევა DNF-ის სისტემის ვერსიის აწევის დამატების საშუალებით.

ხელით თავიდან დაყენება

'dnf system upgrade'-ის მაგიერ, შეგიძლიათ, Fedora-ის ბოლო ვერსია თავიდან დააყენოთ. ეს გულისხმობს დაყენების პროგრამის ჩატვირთვას ისე, თითქოს დაყენებას 0-დან აპირებთ. მიეცით საშუალება, იპოვოს თქვენი არსებული Fedora და გადააწეროს თავზე ძირითადი დანაყოფი ისე, რომ არ წაშალოთ არაფერი სხვა დანაყოფებზე და ტომებზე. სისტემის თავიდან დაეყენებისას იგივე პროცესი გამოიყენება, თუ ეს ოდესმე რამეში დაგჭირდათ. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სისტემის ვერსიის ხელით აწევა ან თავიდან დაყენება.

ყოველთვის დაამარქაფეთ თქვენი მონაცემები, სანამ სისტემას თავიდან დააყენებთ, ან მის ვერსიას ასწევთ, იმის მიუხედავად, რომელ მეთოდს აირჩევთ.

სისტემის ვერსიის ხელით აწევა, ან თავიდან დაყენება

სამწუხაროდ, ეს თავი ჯერ არ დაგვიწერია და ცალკე დოკუმენტი ხელით თავიდან დაყენების შესახებ ვიკიზე გვერდი არ არსებობს. ამასობაში, სანამ ამას გავასწორებთ, შეგიძლიათ, სცადოთ დაიწყოთ დაყენება ნორმალურად (ჩატვირთვადი CD/DVD/USB-დან), აირჩიოთ დისკის ხელით დაყოფა დაყენების პროგრამაში და გამოიყენოთ არსებული დანაყოფები მათი განადგურების და თავიდან შექმნის მაგიერ. დისკის ხელით დაყოფის ინსტრუქციები ადვილი უნდა იყოს.